შიგთავსზე გადასვლა

ქართველი ერის აზროვნების ტრანსფორმაცია საუკუნეების განმავლობაში

მარტი 12, 2013

past_present_future_sign1_xlarge

მოგესალმებით , ეს ჩემი პირველი პოსტია და შევეცდები , რომ რაც შეიძლება საინტერესო და აზრიანი იყოს ყველა მკითხველისთვის. მე მინდა გესაუბროთ ზოგადად ქართველობაზე, მის არსზე და ბუნებაზე, აგრეთვე ქართველი კაცის თვითშეგნებაზე , თუ როგორ განიცდიდა ტრანსფორმაციას საუკუნეების განმავლობაში, რანი ვიყავით ადრე და რანი ვართ ახლა – 21-ე საუკუნეში.

დღეს-დღეობით ბევრ ქართველს თავი მოაქვს , ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი ისტორიით, კულტურითა თუ ტრადიციებით, იძახიან რომ ასეთი ისტორიის მქონე ქვეყანას ვერანაირი განსაცდელი და დაბრკოლება ვერ შეაჩერებს, რადგან წლების განმავლობაში მრავალ გაჭირვებას გადაურჩა ჩვენი ქვეყანა და დღესაც ადვილად გადაიტანს ყველა განსაცდელს. თუმცა აქ ერთი რამ გვავიწყდება, რომ ეს ყველაფერი თავისით არ მომხდარა და სწორედ ქართველი კაცის შრომის  შედეგი იყო, იმ წარმოუდგენელი რთული პერიოდების გამოვლა, რომელიც წლების განმავლობაში უწევდა ჩვენ ერს. ადრე ქართველი კაცი უაღრესად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსავსე გახლდათ, დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ ოჯახი გადაერჩინა , რადგან  თითოეულ  ადამიანს გააზრებული ქონდა , რომ ქვეყანაში არსებული ძლიერი ოჯახი, ძლიერი ქვეყნის საწინდარი იყო.

მოდით ახლა გადავხედოთ დღევანდელობას, თუ რა და როგორ არის შეცვლილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიაზრეთ ის, რომ მხოლოდ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაში ცხოვრება დიდს ვერაფერს შეგვაძლებინებს, თუ თვითორგანიზების უნარი არ ჩამოვაყალიბეთ და ყველამ ჩვენ-ჩვენი მოწოდება არ ვიპოვეთ ცხოვრებაში. უნდა გავაანალიზოთ , რომ შრომისუნარიანი და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისგან შემდგარი ერი არის ჭეშმარიტი და ძლიერი, ქვეყნის შექმნისთვის საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გასაღები . ამ შემთხვევაში, გამოგვადგება მოვიყვანოთ ამერიკის კოლონიზაციის მაგალითი, როდესაც ევროპიდან ხალხი გადადიოდა ამერიკის კონტინენტზე ახალი მიწების ასათვისებლად, იქ საცხოვრებლად გადასულ ხალხს, კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ უპირველესად მათ ერთმანეთის ნდობა უნდა ჰქონოდათ და ერთმანეთს შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ. ზოგი მშენებელი იყო, ზოგი ექიმი, ზოგიც პროფესიის მქონდე ადამიანი. თითოეული მათგანის მიერ დაგროვებული ცოდნის გაერთიანებით, მათ შეძლენ შეექმნათ ჯერ ძლიერი სოფლები, შემდგეგ შტატები და ამ ყველაფრის გაერთიანებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული სახლემწიფო. ჩვენ სწორედ, რომ  ასეთი სულისკვეთება გვაკლია, ასეთი ურთიერთმეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ჩემი აზრით ახალ თაობას ეს უფრო კარგად აქვს გააზრებული ვიდრე ძველ თაობას, რასაც რათქმაუნდა თავისთავად ობიექტური მიზეზები აქვს, რადგან , ყველამ კარგად იცით , თუ რა ეპოქაში მოუწიათ ცხოვრება ძველი თაობის წარმომადგენლებს,  საქართველოს ოკუპაციით დაწყებული, კომუნისტური იდეების გავრცელებით დამთარებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საღად აზროვნების და მოვლენების ობიექტურად აღქმის უნარი დაკარგეს. პირიქით, მათმა გარკვეულმა ნაწილმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, თუნდაც იმ თაობის აღზრდისათვის (მათთვის საღი აზრის შთაგონებით), რომელთა  იმედიც უნდა გვქონდეს და რომლებმაც სულ მალე ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

გ. წერეთელი

From → ესე

კომენტარის დატოვება

დატოვე კომენტარი