შიგთავსზე გადასვლა

,,ცხოველების ფერმა” ანუ კლასიკური პოლიტიკა

Image

,,ცხოველების ფერმა” ინგლისელი მწერლისა და ესეისტის, ჯორჯ ორუელის (1903-1945) სატირული ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1945 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდა. მასში ავტორს ალეგორიულად აქვს გადმოცემული საბჭოთა ტოტალიტარიზმის მანკიერი თვისებები (რის გამოც ეს რომანი საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო) და ის, თუ როგორ შეიძლება ერთმა პიროვნებამ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომ კოლექტიური აზრი თავის აზრს არ ეწინააღმდეგებოდეს.

ნაწარმოების სიუჟეტი მარტივი და მკითველისთვის ადვილად გასაგებია: მეიჯორის ემოციური გამოსვლით შთაგონებული მანორის ფერმის ცხოველები გადაწყვეტენ, რომ მისტერ ჯოუნზს (თავიანთ პატრონს) აჯანყება მოუწყონ. აჯანყება წარმატებით სრულდება, მისტერ ჯოუნზი და მისი მეგობრები ფერმიდან გააძევეს და მაინორის ფერმა თვითონვე დაისაკუთრეს. ისინი ,,ანიმალიზმის” პრინციპებზე დაყრდნობით იწყებენ სისტემის შექმნას. ამ ყველაფერს კი შედარებით ,,ჭკვიანი” ღორები ხელმძღვანელობენ. რევოლუციის შემდგომ დღეებში ცხოველები უზომოდ ბედნიერები არიან. მათ სჯეროდათ, რომ მათი ნამუშევარი მათი საკუთრება იქნებოდა და სხვა მათზე ზემდგომი აღარ მიითვისებდა. თავდაპირველად პოლიტიკურ ასპარეზზე გამოკვეთილი ლიდერი სნოუბოლია, მისი კონკურენტი კი ნაპოლეონი. სწორედ სნოუბოლის ფერმაში ყოფნის დროს დაამარცხებს ,,ცხოველთა არმია” ფერმის დაბრუნების წყურვილით შეპყრობილ ,,ჯოუნზის არმიას” და ეს ბრძოლა ,,ცხოველების ფერმის” ისტორიაში პირველ დასამახსოვრებელ ბრძოლად ჩაიწერება. ცოტა ხანში, სნოუბოლს მისი პოლიტიკური კონკურენტი, ნაპოლეონი თავის მიერ გაზრდილი ძაღლების დახმარებით ფერმიდან გააძევებს და ის ერთპიროვნული მმართველი ხდება. მისი მმართველობის დასაწყისშივე ღორები პრივილეგირებულები ხდებიან, ყველა სხვა ცხოველი კი იქცევა ისეთივე დაჩაგრულად, როგორც უკეთესი ცხოვრების იმედად დარჩენილი მუშათა კლასი, საბჭოთა იმპერიის ხანაში.

ამ რომანში ნათლადაა აღწერილი ის, თუ როგორ აღწევენ ბედნიერებას თაღლითები, გულუბრყვილო ადამიანთა მორჩილებით. ეს ადამიანები კი ვერ ხვდებიან იმას, რომ თაღლითთა ბედნიერება მათ ხელშია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ორგანიზებული აჯანყებით მათი განადგურება. 

მე ვურჩევ ყველას ამ რომანის წაკითხვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რადგან დეტალურად გაიგონ ყველაფერი თავიანთი უახლესი ისტორიის შესახებ და იბრძოლონ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიას ახსოვდეს და ცხადში აღარ განმეორდეს.

28 ულამაზესი ადგილი დედამიწაზე, რომელთა არსებობაც ძნელია რომ დაიჯერო!

Image წაიკითხე მეტი…

ოცნებებით სავსე სურათები ტაილანდელი ფოტოგრაფისგან

ოცნებებით სავსე სურათები ტაილანდელი ფოტოგრაფისგან

Image წაიკითხე მეტი…

ბედნიერება

Image

ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს გაიგოს, თუ რა არის ნამდვილი ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ მცირედნი თუ ახერხებენ მის მოპოვებას. სიყვარულის მსგავსად, ბედნიერების განმარტება და სიტყვებით გადმოცემა წარმოუდგენელია, წაიკითხე მეტი…

შთამბეჭდავი სალაშქრო ადგილები

Image წაიკითხე მეტი…

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ალუბლის ყვავილობა

ყველაზე ცნობილი გაზაფხულის ნიშანი იაპონიაში არის მომაჯადოებელი ალუბლის ხეები ასევე საკურას სახელით ცნობილი. დაწყებული მარტის შუა რიცხვებიდან ინტერნეტ სივრცეს იპყრობს აყვავებული ალუბლების სურათები იაპონიის ქუჩებიდან, პარკებიდან, ეზოებიდან…  ყველაზე ადრე ყვავილობა ტოკიოში იწყება. უკვე მარტის ბოლოს ამ ქალაქში ყველაფერი წითელ სამოსშია გახვეული.

შეიძება ითქვას, რომ საკურა იაპონელთათვის წმინდა ყვავილთანაა ასოცირებული. ის ასახულია იაპონურ კულტურაში, ხელოვნებაში, ანიმაციაში,(მარტო ნარუტო რად ღირს) მანგაში. ქვემოთ შემოგთავაზებთ ულამაზეს სურათებს ალუბლის ყვავილობისა:

Image წაიკითხე მეტი…

შიმშილი

the-poor-fisherman.jpg!Blog

მოდით დავიწყოთ თვლა თუ რამდენჯერ დაგვინახავს საშაურმესთან მდგარი პატარა ბავშვი, რომელიც მყიდველს თეთრებს ევედრება. დარწმუნებული ვარ გონებაში სათვალავი აგვერევა და სხვა, გაცილებით მარტივ საკითხს მივუგდებთ ტვინის უჯრედებს საფიქრად. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელსაც შიმშილისაგან ტკივილამდე მისული ადამიანის დახმარება მოდურ ტენდენციად მიგვაჩნია და ისიც მაშინ, თუ გვერდით გვყავს ისეთი ვიღაც, რომელიც ამ ყველაფერს დაინახავს, გაავრცელებს და რამოდენიმე კვირა კეთილი თვალებით შემოგვხედავს, სიქველედ გაიმაგრებს მეხსიერებაში. წაიკითხე მეტი…

მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ბიბლიოთეკები

ინტერნეტში მოგზაურობის შედეგად , შემთხვევით გადავაწყდი მსოფლიოში არსებულ გასაოცარ ბიბლიოთეკებს. ისინი მართლა შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი ქალაქის ღირსშესანიშნაობად .  დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ადამიანს მოუნდება, ერთ-ერთ მათგანს მაინც ეწვიოს 🙂

დუბლინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა                               

trinity-college-library-university-of-dublin წაიკითხე მეტი…

აზროვნების კრიზისი

images

,,თუ პირში წყალს ჩავიგუბებთ, მოძველებული აზროვნების მყრალ სანაგვედ გადავიქცევით.“-ეს სიტყვები ეკუთვნის, თანამედროვე, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერალ ერიკ-ემანუელ შმიტს. თუ ამ სიტყვებს რამოდენიმეჯერ თვალს გადავავლებთ, მივხვდებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი აზრი დევს შიგნით და ეს აზრი, კარგად ეხმიანება იმ თემას, რომელზედაც დღეს მინდა გესაუბროთ. წაიკითხე მეტი…

,,თავისუფლება ფუფუნებაა”

,,თავისუფლება ფუფუნებაა, რომლის უფლებასაც თავს ყველა ვერ მისცემს.”

ეს სიტყვები გერმანელ არისტოკრატს, სახელმწიფო მოღვაწეს, პრუსიის პრემიერ მინისტრსა (1862- 1890) და გერმანიის პირველ კანცლერს (1871- 1890 ) ოტო ფონ ბისმარკს ეკუთვნის.

საზოგადოების ფენებად დაყოფა დანაშაულია, მაგრამ ვიქნები დროებით ,,დამნაშავე“ და განვაცხადებ იმას, რომ ყოველი ფენა საკუთარი კოლექტიურად შემუშავებული არგუმენტებით ცდილობს განმარტოს სიტყვა თავისუფლება, ოღონდ ისე, რომ კოლექტივში საპირისპირო აზრი არ გაჩნდეს, ან გაჩენისთანავე დასამარდეს. წაიკითხე მეტი…